|
2018-05-22 16:15:00, 1336 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის საზეიმო კვირეულის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ვიტალი დარასელია, სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო ფეხბურთის ფედერაციაში ვიტალი დარასელიას შვილს გადასცა. ფედერაციაში პრეზიდენტს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უმასპინძლა. "ჩვენ გვაქვს პირველი რესპუბლიკის ასი წლის საიუბილეო კვირეული და ბუნებრივია, რომ ამ კვირაში ჩვენ ვზეიმობთ და აღვნიშნავთ იმ ადამიანების განსაკუთრებულ ღვაწლს, ვინც ჩვენ ყველას გვეამაყება და ვინც გვაერთიანებს. ქართული საზოგადოების ერთერთი გამორჩეული ნაწილი იყვნენ და არიან ჩვენი სპორტსმენები და განსაკუთრებით, კი ფეხბურთელები. როდესაც თქვენ იმარჯვებდით, იმ მომენტში, ეს არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო საქართველოს გამარჯვება. იმ ქვეყნის გამარჯვება, რომელიც მართალია, არ იყო დამოუკიდებელი, მაგრამ აჩვენებდა თავისი გამარჯვების, წარმატებისა და ბრძოლის უნარს. გვახსოვს, რომ ამ პერიოდის განსაკუთრებული სიყვარული, ტკივილიც და აღტაცებაც ვიტალი დარასელიას სახელს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, ის მომენტიც, რომ ეს დღეები საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთის დღეებად გამოაცხადა, დაუვიწყარია ის ემოცია, რასაც აკეთებდა ვიტალი დარასელია მოედანზე, ეს ემოცია იყო რამაც კიდევ უფრო წელში გაგვმართა და იმის შეძლება მოგვცა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ ღვაწლის აღსანიშნავად, ჩვენი ზეიმის გასაძლიერებლად, რომელიც ამ მინდა, ბატონი ვიტალი დარასელია დავაჯილდოვო ღირსების ორდენით სიკვდილის შემდეგ და ეს ჯილდო გადავცე ის შვილს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)