|
2018-05-22 12:36:21, 1251 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქათმის ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ქათმის ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ფრინველის ხორცში ტექნოლოგიური პროცესის შედეგად არსებული წყლის რაოდენობის შემცველობის დადგენის საკითხი განიხილეს; იმსჯელეს ფრინველის ხორცის გაგრილების მეთოდებზე, რომელიც წყლის შემცველობის სხვადასხვა სტანდარტს ადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეგულაცია ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. მხარები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები, აღნიშნული საკითხები დეტალურად იქნება შესწავლილი და შემუშავდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ქათმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის ორმოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)