01:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 10:29:11, 761 ნახვა

რეგიონი
თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზის წმენდა გრძელდება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის დიდი ნაწილი გაწმენდილია. რაც შეეხება გზის 56-ე კილომეტრს, ჩამოსული მეწყრული მასისაგან  საავტომობილო გზის გასაწმენდად შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ზამთრის პერიოდში,  კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი  დაფარა და  მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. კლდოვანი მასის ჩამოსვლა რამდენჯერმე განმეორდა, რამაც არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამსახურები, გზის აღდგენითი სამუშაოს დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებენ სტიქიის ზონის მონიტორინგს. პარალელურ რეჟიმში, გზის აღსადგენად ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისთვის, საპროექტო სამუშაო მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics