19:56 - 22 Jul, 2026
|
2018-05-22 10:11:49, 2227 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია და ნარკომომხმარებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ უნდა დადგეს. მეორე ნაწილის აზრით, კი მათ უნდა მიიღონ კანონი, რომელიც მომხმარებლების შემცირებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. დღევანდელ სხდომას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)