|
2018-05-21 19:15:15, 1724 ნახვა
პოლიტიკა
პომპეომ: აშშ მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველოს ნატო-ს წევრი გახდება
„შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ ეყრდნობა სტაბილურ პარტნიორებს საერთო უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად და საქართველო ერთ-ერთია ასეთ პარტნიორებს შორის. „საქართველოს როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში. 32 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ამ ქვეყანაში. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ დანაკარგს და მადლობას ვუხდით საქართველოს ამ, ერთობლივი და მნიშვნელოვანი მისიის მხარდაჭერისთვის. 2016 და 2017 წლის საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა ევროატლანტიკური არჩევანი, მათ შორის საქართველოს ნატოში სამომავლო წევრობაც. ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის დეკლარაციას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ვიცით რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. კანონის უზენაესობის დაცვა დამოუკიდებელ სასამართლოსთან, ანგარიშვალდებულ მთავრობასთან და დაცულ პლურალიზმთან ერთად დემოკრატიული და ეკონომიკური წინსლვისთვის არსებითია. საქართველოში დემოკრატია რომ უფრო მყარი გახდეს, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შექმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ხმა იყოს მოსმენილი პოლიტიკაში, მედიაში, რომ გააძლიეროს ძალაუფლების გადანაწილება და კონტროლი სამთავრობო ინსტიტუტებში“,- აღნიშნა პომპეომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)