|
2018-05-21 17:02:51, 1179 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: ჩემს მიერ დადებული ყველა ვეტო სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებისკენ იყო მიმართული
„მე გამოვიყენე ათჯერ ვეტოს უფლება და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ ჯერზე ეს იყო სახელმწიფოს ინსტიტუტების დაცვის მექანიზმი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ვეტოების დაძლევას სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ამით სახელმწიფო ინსტიტუტები შეირყა. „მე გამოვიყენე ვეტო, ეროვნული ბანკის დაშლის წინააღმდეგ, ვეტო იყო გამოყენებული სასამართლოსთან მიმართებაში, ასევე ვეტო კონსტიტუციასთან მიმართებაში, ვეტოების დადება იყო მიმართული იმ პროცესებისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩემი ვეტოები იყო მიმართული იქითკენ რომ არ შეგვესუსტებინა სახელმწიფო ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ვეტოები დაძლეულ იქნა და ეს ცუდია, რადგან ინსტიტუტები შეირყა, მაგრამ ზოგადად, თუ შევხედავთ, პოლიტიკურად ვეტოების ფაქტი კარგია, რადგან დემოკრატიულობისკენ მიუთითებდა და ეს ევროპელი პარტნიორების მხრიდან პოზიტიურად აღიქმებოდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)