|
2018-05-21 16:45:01, 1504 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის საკითხს განიხილავენ
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხს უწოდებს. როგორც მან აღნიშნა, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკა იქნება. „ოდენობების და საკანონმდებლო ნორმები როგორ იქნება, ვადები როგორ იქნება, საუბარია იმაზე, რომ გაჰუმანურება რომ მოხდება, რამდენი ხანი უნდა იყოს ეს შუალედური მოდელი, მანამ სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ საბოლოოდ გავაუქმოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ თემებზე არის საუბარი და ეს თემები უმრავლესობის ყველა წევრის ჩართვის და კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია მივიღოთ, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ძალიან აქტიური თემებია“, - განაცხადა ზოიძემ. რაც შეეხება შეკითხვას, დაესწრება თუ არა შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი, ზოიძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დაესწრება. „ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომელზეც პარტიამ, პარლამენტმა, მთლიანად უმრავლესობამ, გუნდმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ერთად უნდა მიიღოს გადაწვეტილება. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ის ადამიანი და პირველ რიგში რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გახლავთ ასევე ამ პარტიის თავმჯდომარე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)