|
2018-05-21 11:56:41, 1293 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - ტრადიციულად, კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს უმუშევრობის დონის მაჩვენებელი კაცებში ქალების შესაბამის მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირდა 1.6 პროცენტული პუნქტით. სტატისტიკის თანახმად, აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. კერძოდ, 2017 წელს ქალებში აქტიურობის დონე 58,2 პროცენტს, ხოლო კაცებში - 74,6 პროცენტს შეადგენდა. 2017 წელს 2016 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 2.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ცნობისთვის, საქსტატმა დასაქმებისადა უმუშევრობის შესახებ 2017 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა.
თამარ ლომაშვილი
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)