|
2018-05-18 20:11:47, 1679 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BWZ) წარმომადგენელს, იოჰანეს დოპფელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა დარგის განვითარებაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობის საკითხს და იოჰანეს დოპფელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, აგრარული დარგის მსგავსად, გარემოსდაცვითი მიმართულებები მთავრობის მიერ პრიორიტეტად განისაზღვრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის შესახებ და ტყის კოდექსის პროექტის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. იოჰანეს დოპფელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისთვის საიმედო და სანდო პარტნიორია და დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. BWZ-ს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით განვითარების სწორი ხედვა აქვს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)