19:55 - 22 Jul, 2026
|
2018-05-18 14:37:17, 2493 ნახვა
პოლიტიკა
თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა. გიორგი მარგველაშვილმა და საული ნიინისტომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები დღეს სატელეფონო საუბრისას შეათანხმეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საული ნიინისტოს საქართველოში ჩამობრძანებისათვის და 26 წლიანი პაუზის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში ისტორიული უწოდა. პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხო ასევე, საქართველო - ფინეთის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)