|
2018-05-18 11:33:20, 1330 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღვინის მუზეუმს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს “ქართული სასწავლებელ თბილისის“ მოსწავლეები ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი. მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის 8-ათასწლიან ისტორიაზე, ქართული ვაზის ჯიშებზე, დამოუკიდებლობის მოპოვების მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის დარგის და მათ შორის მევენახეობა-მეღვინოების განვითარების მიმართულებით. ბავშვებისთვის მოეწყო სამეცნიერო ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება. მოსწავლეებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში მოწყობილი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმინსადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენაც დაათვალიერეს. ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების 8-ათასწლოვანი ისტორიის ფონზე, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მეღვინეობის ინდუსტრიისა და დარგის მეცნიერული განვითარების მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, საქართველო რევოლუციებისა და ომებისგან დანგრეული ეკონომიკის აღდგენას შეუდგა, რომლის ერთ-ერთი საფუძველი სოფლის მეურნეობა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგი იყო. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობა-მევენახეობის სწავლების მიმართულებით, რადგან 1920 წელს საქართველოს მევენახეობის მეცნიერულ განვითარებას ჩაეყარა საფუძველი.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)