|
2018-05-17 20:07:15, 1632 ნახვა
კომენტარი
სუბელიანი: ლგბტ აქტივისტები ძალიან ხშირად პოლიციელების მხრიდან ჰომოფობიას განიცდიან
"თანასწორობის მოძრაობის" წევრის ანა სუბელიანის განცხადებით, იმის გამო რომ უსაფრთხოების პრობლემა არსებობდა, აქციის ორგანიზატორებმა მისი გაუქმება გადაწყვიტეს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცველები აქტივისტების მიმართ ჰომოფობიურად არიან განწყობილები. “პირველივე დღეებიდან ჩართული ვიყავი ამ აქციის ორგანიზებაში მათ შორის მქონდა კომუნიკაცია შსს-სთან და ისინი ნამდვილად აცხადებდნენ, რომ დაიცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, თუმცა სხვა თემა არის რა ჩანს ზოგადი სურათიდან გამომდინარე. სწორედ სახელმწიფომ უსაფრთხოების მხრივ ვერ დაიცვა და იძალადა თავის მოქალაქეებზე მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან უსაფრთხოდ ჩაატარა ეს აქციები. იქ იყო ძალიან ბევრი გადაცდომები ძალიან ხშირად ჩემი თემის წევრები და აქტივისტები განიცდიან ჰომოფობიას პოლიციელების მხრიდან სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით და სწორედ ამ მსჯელობას დაეყრდნენ ორგანიზაციის წევრები და ვერ გარისკეს ადამიანის უსაფრთხოების და სიცოცხლის ხარჯზე ამ აქციის დიდი მასშტაბით ჩატარება”, - განაცხადა ანა სუბელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)