|
2018-05-17 13:03:31, 1304 ნახვა
საზოგადოება
ბათუმიდან „ბლექ სი არენას“ მიმართულებით დამატებითი რეისები ინიშნება
ენიო მორიკონეს კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების გადაყვანისა და სამანქანო გზის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა 19 მაისს, საგარეუბნო მატარებლის ერთ რეისს ამატებს. საგარეუბნო მატარებელი (№6305/6306) ბათუმი-ურეკი იმოძრავებს შემდეგი გრაფიკით: ერთ წუთიანი გაჩერება ყველა მოქმედ ბაქანზე (მახინჯაური, ჩაქვი, ქობულეთი, ოჩხამური, ნატანები, ურეკი) ორივე მიმართულებით, ხოლო სამ წუთიანი გაჩერება ,,ბლექ სი არენას“ ბაქანზე ორივე მიმართულებით. მატარებლის დანიშვნის გამო: 19 მაისს, მატარებელი (№613) ბათუმი-ოზურგეთს ერთი რეისით ეცვლება მოძრაობის განრიგი შემდეგნაირად: ბათუმიდან გამოვა 18:50 (ნაცვლად 18:05); მახინჯაურში იქნება 18:55;18:57; ჩაქვი 19:10,19:15; ქობულეთი 19:30; 19:32; ოჩხამური 19:42;19:43; ნატანები 19:53; 19:55; ოზურგეთი 20:55. ბაქნებზე გაჩერებები შენარჩუნებული აქვთ უცვლელად. "ბლექ სი არენას“ მიმართულებით დამატებითი რეისის გამო, ინიშნება მატარებელი (#5402/5401) ქუთაისი-ბათუმი. ქუთაისი I-დან, 19 მაისს გავა 12:55; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ბათუმამდე. ბათუმიდან უკან დაბრუნდება 20 მაისს 1:30; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ქუთაისი I-მდე.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)