|
2018-05-16 15:51:55, 1299 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის ახლადგახსნილი შენობა დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის ახლადგახსნილი შენობა დაათვალიერა და სტუდენტებს შეხვდა. კახა კალაძე სტუდენტებს დედაქალაქის გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. დედაქალაქის მერის განცხადებით, უნივერსიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ. „მინდა, მადლობა გადავუხადო კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს. დაახლოებით, 4000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, განათლება სასიამოვნო გარემოში მიიღოს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თანამედროვე უნივერსიტეტი, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. კავკასიის უნივერსიტეტში 4000-მდე სტუდენტი სწავლობს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სულ ათ - ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ასევე, ახალი კინოსა და ეკონომიკის სკოლებს აერთიანებს. კახა კალაძესთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტში მერის მოადგილე მაია ბითაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)