|
2018-05-15 16:11:52, 1761 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრს პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მინისტრი დეპუტატების წინაშე პლენარულ სხდომაზე წარდგება. „დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მას პარლამენტი მოუსმენს პარასკევს. ის პარლამენტის წინაშე პლენარულ სხდომაზე წარდგება და არა მხოლოდ რომელიმე ფრაქციის ან კომიტეტის ფორმატში და იქნება ის კითხვები, რომლებიც დეპუტატებს გააჩნიათ. ვინაიდან კონსულტაციების დროს ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს, ეს კითხვები და პასუხები საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, დეპუტატებს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპცეოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)