|
2018-05-14 21:16:27, 1460 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ნარკოპოლიტიკაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, არსებობს რესურსი, რომ პოზიციები შეჯერდეს
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა გუნდის წევრებს შორის, თუმცა, ასევე არსებობს რესურსები რომ პოზიციები შეჯერდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს. „ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას ნარკოპოლიტიკის კანონთან დაკავშირებით, მართალია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა გუნდის წევრებს შორის თუმცა, ასევე არსებობს რესურსები რომ შეჯერდეს პოზიციები. გვინდა, რომ თვის ბოლომდე, ორი კვირის განმავლობაში მოვამზადოთ ეს პროექტი, დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი რაც გახდება იმის წინაპირობა რომ ჩვენ სესიის ბოლომდე ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ზოგადი პრინციპები. მთავარი ამოცანა არის ის რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში. ამოცანა არის ის რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს ზოგადად ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი რომელიც უნდა შემუშავდეს ჩვენ მიერ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, - აღნიშნა კობახიძემ. რაც შეეხება მარიხუანას ლეგალიზებას, პარლამენტის თავმჯდომარეს თქმით, ესეც არის ნარკოპოლიტიკის ნაწილი და ყველა საკითხთან დაკავშირებით საჭიროა მსჯელობა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)