|
2018-05-14 16:03:46, 1278 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ახალი ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ნარკომომხმარებლების დახმარებას
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ნარკომომხმარებლების დახმარებას, მაგრამ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში უნდა იყოს უკომპრომისო. "გიდასტურებთ, რომ გუნდში არის მსჯელობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენი მიდგომა იქნება მაქსიმალურად ტრანსპარენტული. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ რა თქმა უნდა, ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, საჭიროა მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე. ჩვენ გვაქვს ახალი სტანდარტი ამ კუთხით დასამკვიდრებელი, მაგრამ რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ ბუნებრივია, კანონი იქნება ძალიან პრინციპული და ეს არის სწორედ საზოგადოების დაკვეთა. კომპრომისი ვერ იქნება, იმ საკითხების მიმართ, რაც ეხება ნარკორეალიზატორების საქმიანობას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, აქ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა. მიდგომა, რომელიც დაკავშირებულია მათი ცხოვრების შეცვლასთან, მხარდაჭერასთან. ჩვენ გვაქვს დიდი მონაპოვარი თავისუფალი სიტყვის სახით და ჩვენ, როგორც დემოკრატიული მთავრობა, ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)