|
2018-05-14 12:24:22, 1462 ნახვა
კომენტარი
წიქარიშვილი: ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ
უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას, - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა იქნება ტექნიკური ხასიათის, რათა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდეს. "ჩვენ პირველ რიგში, ფორმატი უნდა შევათანხმოთ. უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არაა და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის. საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ. აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით. მე დაპირისპირებას ვერ დავუშვებდი", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. შეგახსენებთ, 12-13 მაისს, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდა. ისინი პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას, ასევე სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოციალურ ქსელში 9 მაისის მემორიალზე ცეკვის კადრები გავრცელდა. აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება, რის გამოც, მათ კონტრაქციები გამართეს. ისინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მემორიალთან მისვლას, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ, რათა საპირისპირო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო. პოლიციასთან დაპირისპირების დროს კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს. გარდა ამისა, დაშავდა ერთი სამართალდამცველი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობასთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებთან შეთნახმებას მიაღწია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გათავსიფულდა. მოგვიანებით, ტერიტორია კონტრაქციის წარმომადგენლებმაც დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)