|
2018-05-14 01:43:35, 1782 ნახვა
საზოგადოება
აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს
აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის გავლით დატოვეს. ისინი ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა სპეციალური ავტობუსებით გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად როდესაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, მომიტინგეებმა ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლეს, რადგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. სწორედ ამის გამო მოახდინეს სამართალდამცველებმა მათი გაყვანა პარლამენტის შენობის გავლით. კონტრაქცია ამ დრომდე გრძელდება. მათ ჯერჯერობით 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ, რის გამოც რამდენიმე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები ისროლეს, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაშავდა. პოლიციამ კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, კონტრაქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლა შეეძლებათ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)