|
2018-05-14 00:11:50, 1686 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრთან შეხვედრა დასრულდა - წიქარიშვილის განცხადებით, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შედგა
შინაგან საქმეთა მინისტრისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ აქციის ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შედგა „პირველი რაზეც შევთანხმდით, ხვალ 10 საათიდან მასთან ერთად განვიხილავთ პარასკევის ღამის მოვლენებს და ის მზადაა, ვინც ჩაიდინა იქ გადაცდომები, პასუხი აგოს ყველა პირმა. საუბარია მაღალჩინოსნებზე. მივიღეთ დაპირება, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა და იქნება უახლოეს დღეებში კონკრეტული პროგრესი. მინისტრმა გვითხრა, რომ მზადაა, პირადადაც განაცხადოს ამის შესახებ საჯაროდ“, - განაცხადა წიქარიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შემოთავაზების მიღება მიზანშეწონილი იქნება. აღნიშნულმა აქციის მონაწილეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს. ჯერჯერობით უცნობია, შეწყდება თუ არა აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ პარლამენტის შენობასთან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)