|
2018-05-13 19:04:15, 1302 ნახვა
საზოგადოება
ორგანიზატორები პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პროვოკაციებს არ აჰყვნენ
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, კონტრაქციაში მონაწილე პირების პროვოკაციებს არ აჰყვნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქცია მშვიდობიან ფორმატში უნდა წარიმართოს. „ეს არის მშვიდობიანი აქცია და ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ. გუშინ სამწუხაროდ მოქალაქეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა გამოთქვა თავისი აზრი „ფეისბუქის“ მეშვეობით და ეს აზრი იყო მცდარი. მათ ეგონათ, რომ აქ მდგარი ახალგაზრდობა და მოქალაქეები სცემენ თავყანს ნარკოტიკებს, იცავენ ე.წ. ბარიგებს და ცდილობენ, მოხდეს ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარება, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ვერ გაგვიგეს ან არ გაგვიგეს. ჩვენ ვცემთ თაყვანს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და ვებრძვით უსამართლობას. ვებრძვით ფაშიზმს, ყველანაირ ფობიას და გვინდა, რომ ჩვენი პროტესტი სწორად გაიგოთ. მოვუწოდებ ყველა ასაკის ადამიანს, აქ მოვიდეს და შემოგვიერთდეს უსმართლობასთან ბრძოლაში“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქციაზე პერმანენტულად სხვადასხვა მოქალაქეები მიდიან და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ დაიშალონ. ამ წუთებში აქცია კონცერტის ფორმატში მიმდინარეობს. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი უკვე მეორე დღეა, 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის და პრემიერის გადადგომაა. უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც განპირობებულია იმით, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ კონტრაქციას მართავს. ასევე, ქაშვეთის ეკლესიასთან გიორგი გაბედავა და „ქართული მარშის“ წევრები იმყოფებიან. გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს ავტობუსებია განთავსებული, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრების იმყოფებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)