18:51 - 22 Jul, 2026
|
2018-05-13 16:37:18, 1975 ნახვა
პოლიტიკა
ქართული მარშის წარმომადგენლები და გიორგი გაბედავა ქაშვეთთან იკრიბებიან
"ქართული მარშის" წარმომადგენლები, გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, რის შემდეგაც ისინი პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლებენ და კონტრაქციას გამართავენ. რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები „ქართული მარშის“ წევრები და მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ 9 აპრილის მემორიალს იცავენ. გაბედავას თქმით, 9 აპრილის მემორიალთან შეკრება გუშინ მომხდარმა ფაქტმა გადააწყვეტინა, როდესაც აქციის მონაწილეები მემორიალზე იყვნენ ასულები და ცეკვავდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული და არ აძლევს საშუალებას სამი აქციის მონაწილეები ერთმანეთს მიუახლოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)