|
2018-05-13 15:15:11, 1560 ნახვა
პოლიტიკა
EMC პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელშეშლის ფაქტს გაასაჩივრებს
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) აცხადებს, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვების აშლას სასამართლოში გაასაჩვრებს. "დღეს დილით, დაახლოებით 9 საათზე, პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვების დემონტაჟი დაიწყო. ადგილზე მყოფი აქციის მონაწილის განმარტებით, ამ დროისთვის, კარვებში აქციის 10-მდე მონაწილე იმყოფებოდა, რომლებმაც ღამე პარლამენტის შენობის წინ გაათენეს. აქციის მონაწილის განმარტებით, დილით, დაახლოებით 30-მდე პოლიციელი მივიდა აქციის მონაწილეებთან და მოსთხოვა მათ კარვების დაშლა. თუმცა პოლიციას არ გაუკეთებია განმარტება რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა დემონტაჟს. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა, გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყეს რაც, პრემიერ-მინისტრმა მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კარვები გაიშალა ტროტუარზე. შესაბამისად, კარვები ხელს არ უშლიდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას. არ მომხდარა შენობის შესასვლელების ბლოკირება, ან სხვა ფორმით საქმიანობის ხელშეშლა. ამის გათვალისწინებით, პოლიციის მხრიდან კარვების დემონტაჟი იყო უკანონო. - წერია ორგანიზაციის განცხადებაში EMC პოლიციის მხრიდან მანიფესტაციისთვის ხელშეშლის ამ ფაქტს გაასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)