05:08 - 20 Aug, 2026
|
2018-05-12 22:55:39, 1861 ნახვა
საზოგადოება
იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„გირჩის" წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს- ამის შესახებ ინფორმაციას „გირჩი“ ავრცელებს. ისინი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და დროებითი დაკავების იზოლატორში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მათ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვეს. შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, „გირჩის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში, როდესაც პოლიცია ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით პირს აკავებდა, პარტიის წევრები - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ჩაერივნენ. პოლიციამ ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)