|
2018-05-12 18:20:05, 1471 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან - თბილისისკენ რამდენიმე ავტობუსი დაიძრა
თბილისში პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რეგიონებიდან მოსახლეობა მოემართება. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, თბილისისკენ რამდენიმე ავტობუსი დაიძრა. ამასთან, აქციის ორგანიზატორები ყველა მოქალაქეს პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებენ. „მოდით გავერთიანდეთ, ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მოვიგოთ. მოდით აქ დადექით ჩვენთან ერთად. ეს ტრიბუნა ყველასია და ეს ქვეყანა ჩვენია! რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი რამდენიმე ავტობუსი დაიძრა, რომელიც ჩვენკენ მოემართება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა მხარდამჭერს და კიდევ ერთხელ მოვიუწოდებ ყველას გამოვიდეს“,- მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. გავრცელებული ინფორმაციით ავტობუსები თბილისში აჭარიდან და გურიიდან მოემართებიან. პარლამენტთან ამ დროისთვის ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს. პარლამენტთან ასობით სამართალდამცველია მობილიზებული. ასევე, ქაშუეთის ეკლესიასთან სეპცრაზმი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თავისუფლების მოედნისკენ“ წყლის ჭავლის მანქანები მიემართებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)