|
2018-05-12 17:58:06, 1364 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის უფროსმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვაზე უარი უთხრა
საპატრულო პოლიციის უფროსისა და პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბექა წიქარიშვილის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც წიქარიშვილმა აღნიშნა, პოლიციას გზის სრულად გადაკეტვა სთხოვეს, თუმცა მისი თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ გზის სავალი ნაწილის სრულად დასაკავებლად ხალხის საკმარისი რაოდენობაა. „სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკმარისი რაოდენობაა ხალხის, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ვართ“, - აღნიშნა წიქარიშვილმა. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დატოვონ. ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)