|
2018-05-12 17:14:53, 1340 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს. აღნიშნულის გამო, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა მხოლოდ თავისუფლების მოედნიდან მეტრო „რუსთაველის“ მიმართულებით არის შესაძლებელი. გზის გადაკეტვის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აქციას ასობით ადამიანი შეემატა. ამ დროისთვის ადგილზე 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ამასთან, ტერიტორიაზე ასობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)