|
2018-05-12 02:28:42, 1756 ნახვა
საზოგადოება
შსს: კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს 8 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ
კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - აცხადებენ უწყებაში. კლუბებში - "ბასიანი" და "გალერი" სპეცოპერაცია დაახლოებით 2 სათის განმავლობაში მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები არიან მობილიზებუბლი. მანამდე პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების ნაწილი გზის გადაკეტვას აპირებდა, თუცა პოლიციელებმა ამის შესაძლებლობა მათ არ მისცეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)