|
2018-05-11 18:08:05, 1641 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია
ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტები ერთმანეთს ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში ეჯიბრებიან. „მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის, გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზების და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია მათი ის ერთადერთი პლაცდარმი, რომლიდანაც შეძლებენ ქართულ დემოკრატიაზე შურისძიებას. ხალხის ნდობის არქონის გამო, ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას და ამიტომაც ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, როდესაც არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს ხალხს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)