|
2018-05-11 14:13:40, 1338 ნახვა
საზოგადოება
TI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვან. კერძოდ, კითხვაზე უნდა მოიხადოს თუ არა სასჯელი ადამიანმა შემდეგი ტიპის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო, გამოკითხულთა 72%-მა აღნიშნა, რომ არ უნდა მოიხადოს, 25%-ის თქმით, უდნა მოიხადოს. რაც შეეხება კლუბურ ნარკოტიკს, 56% მიიჩნევს, რომ კლუბური ნარკოტიკების პირადი მოხმარების გამო მოქალაქეებმა სასჯელი არ უნდა მოიხადონ, 36% კი, დასჯის მომხრეა. 53% აცხადებს, რომ ინტრავენური ნარკოტიკების (მორფი, ჰეროინი) პირადი მოხმარების გამო, ადამიანმა ციხის სასჯელი უნდა მოიხადოს, 43% კი, მიიჩნევს, რომ ისინი ციხეში არ უნდა ჩასვან. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)