18:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 12:05:01, 1592 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხური მხარის ინიციატივით,  საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics