|
2018-05-11 10:55:52, 1657 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სატყეო რეფორმაზე ისაუბრეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებში ტუკა კასტრენს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის შესახებ და ყურადღება ტყის კოდექსის პროექტის, ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმების და ინდიკატორების, ასევე, სატყეო განათლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლევან დავითაშვილმა 2017 წელს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის შესახებაც ისაუბრა და ყურადღება ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ტუკა კასტრენმა ლევან დავითაშვილს სატყეო სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად სრული მხარდაჭერა აღუთქვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)