|
2018-05-11 10:28:14, 1378 ნახვა
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდი დადიანის N 34-ში საცხოვრებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
თბილისის განვითარების ფონდი დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფის სარესტავრაციო სამუშაოები; ფასადის მომზადება სამღებრო სამუშაოებისთვის; შენობის პერიმეტრზე არსებული ხის კარ-ფანჯრებისა და აივნების მოწყობა; ეზოს ხის ჭიშკრის დამზადება. გარდა ამისა, დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობისა და შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დადიანის N34-ში უკვე გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, ამოიწმინდა მიწით ავსებული სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი გაიწმინდა და შენარჩუნდა ავთენტური სახით; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრირდა აივნები და მისი დეკორატიული ელემენტები, აივნის სვეტები და რიკულები; ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)