|
2018-05-10 20:34:47, 1909 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ მომავალი პრეზიდენტი ათონელის შესანიშნავ რეზიდენციაში შევა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში უნდა დაბინავდეს. წულუკიანის თქმით, სახელმწიფო ორი რეზიდენციის ხარჯებს ფარავს და ამის ფუფუნება ქვეყანას არ აქვს. „ვფიქრობ, რომ ის პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც მათ შორის თავის დროზე ბატონი გიორგი მარგველაშვილის იდეების საფუძველზე და მისი მონაწილეობით გარემონტდა და მომზადდა, უნდა ამოქმედდეს. რადგან ეს იყო რეზიდენცია, რომლის მომზადებაშიც მან პირადი წვლილი შეიტანა, იმიტომ, რომ ეს რეზიდენცია მზადდებოდა ახალ არჩეული პრეზიდენტისთვის. თუმცა, მოგვიანებით ყველას სიურპირზად მან განაცხადა, ათონელის რეზიდენციაში შესვლაზე, დღემდე სახელმწიფო ინახავს ათონელის რეზიდენციასაც და ასევე ინახავს იმ სასახლეს, სადაც ამჟამინდელი პრეზიდენტი საქმიანობს. შესაბამისად, ვთვლი, რომ წმინდა ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარეც, ჩვენს სახლემწიფოს არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ფუფუნება, რომ 2 სასახლე შეინახოს, დიდი იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალი პრეზიდენტი , რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მართლაც კონსტიტუციის და ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, და ხელისუფლების შტოებს შორის მშვიდობის შემქნელი, შევა სწორედ ათონელის შესანიშნავ რეზიდენციაში”, - განაცხადა წულუკიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)