|
2018-05-10 16:02:29, 1415 ნახვა
კომენტარი
ქევხიშვილი: სპორტსმენები არ არიან ის პირები, რომლებიც ასეთ ფორმატში უნდა ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას
სპორტსმენები არ არიან ის კომპეტენტური პირები, რომლებიც ასეთ ფორმატში უნდა ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ქევხიშვილმა ძიუდოისტების მიერ ყრილობის დატოვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არ დაუსვამთ კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა იყო შესაძლებელი. „აქ არანაირი კითხვები არ ქონდათ, რომელზეც შეიძლებოდა პასუხები გაცემულიყო. უბრალოდ ეს იყო მცდელობა, თითქოს უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ რომ ფედერაციაში პრობლემებია. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც მე ამ სამი დღის განმავლობაში მოვისმინე, შევაჯამე და მოვიწვიე ყრილობა, ვის წინაშეც პირველ რიგში ვარ პასუხისმგებელი. მე მივესალმები სამინისტროსა და სპორტის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია. სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, როგორც ერთ მხარეს ისე მეორეს, წარვადგინოთ ჩვენი კითხვები და პასუხები“,- განაცხადა ქევხიშვილმა და დასძინა, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს იცავს და არა საკუთარ თანამდებობას. „კიდევ ვამბობ, რომ ყრილობის წინაში წარვადგინე ყველა დოკუმენტაცია. მე მათ ავუხსენი ყველა არსებული მდგომარეობა და ჩვენ ერთსულოვნად ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პროცესები ასე არ უნდა გაგრძელდეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ სპორტსმენები არ არიან ის კომპეტენტური პირები, რომლებიც ასეთ ფორმატში უნდა ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მე არ ვიცავ დავით ქევხიშვილს, ფედერციის პრეზიდენტს მე ვიცავ ზოგად ინსტიტუტს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მომავალში არ გამეორდეს ეს პროცესები“,- აღნიშნა მან. ქევხიშვილი მიიჩნევს, რომ საერთო ენის გამონახვას შეძლებს სპორტსმენებთან, რადგან მათ უშუალო პრეტენზიები პრეზიდენტის მიმართ არ აქვთ. „დღევანდელ დღეს კი მე ვფიქრობ რომ საერთო ენა მაინც გამოინახება, მით უმეტეს ბევრ მათგანთან ვვარჯიშობ კიდეც და როცა ვსაუბრობ მათთან, უშუალოდ ჩემთან პრობლემა არ აქვთ, უბრალოდ ამბობენ რომ გუნდია და ა.შ. კი ბატონო მე მესმის ეს, მაგრამ მე ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო რომ მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი 4 წლის განმავლობაში, მასზე წინ ზუსტად ეს პროცესები იყო 2009 წლის განმავლობაში, როდესაც პრობლემები გვქონდა ჩვენ ნაკრებში, მაგრამ ამ პრობლემებზე მე არასდროს გამოვსულვარ და საჯაროდ არ მითქვამს. მე ეს პრობლემები ფედერაციის პრეზიდენტთანაც არ დამიყენებია. მე მაშინ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მთავარ მწვრთნელთან მივსულიყავი და მეთქვა ამ პრობლემებზე. ბოიკოტი არ გამომიცხადებია, არცერთი შეკრებისთვის და შეჯიბრისთვის. შესაბამისად, მივიღე ყველა დადებით ღონისძიებაში მონაწილეობა და შემდეგ გავუყევი ჩემ გზას“,- განაცხადა ქევხიშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)