06:45 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 15:42:32, 1363 ნახვა

საზოგადოება
ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ

ძიუდოს ფედერაციასთან სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლები, სპორტსმენები და მწვრთნელები შეიკრიბნენ,რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ, დავით ქევხიშვილს მხარს უჭერენ.

ისინი აცხადებენ, რომ ქევხიშვილი კარგი მენეჯერია და არ სურთ მისი თანამდებობიდან გადადგომა.

როგორც საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა განაცხადა, ქევხიშვილს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„უნდა დავლაგდეთ და სამწვრთნელო პროცესი უნდა გაიმართოს ჩვეულებრივ რიტმში. რაც შეეხება შეკრებილებს. სპორტსმენებიც და აქ დამსწრე საზოგადოება, გულშემატკივრები, რომლებიც მომავალ ძიუდოს. აქ შეკრებილები  მხარს უჭერენ გატარებულ რეფორმებს, რომელსაც ქევხიშვილი ახორციელებს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მას“,- აღნიშნა გუჯეჯიანმა.

ცნობისთვის, ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყრილობაზე ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შეხვედრა პროტესტის ნიშნად, მალევე დატოვეს და განაცხადეს, რომ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics