00:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 12:13:59, 671 ნახვა

რეგიონი
მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების განვითარების გეგმები განიხილეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,  ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც დაცულ ტერიტორიებზე მათ შორის,  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება  იგეგმება. 

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად  მთავრობის წევრებმა კონკრეტულ გეგმებზე იმსჯელეს.

წალკის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა დაშბაშის კანიონი მოინახულეს. კანიონი ბუნების ძეგლს წარმოადგენს.  კანიონის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერები, განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, თავისებური ფაუნით. კანიონი უახლოეს მომავალში უამრავი ვიზიტორისთვის  საინტერესო ობიექტი იქნება. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრიც მოინახულეს. 

მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივებთან ერთად, ფარავნისა და  საღამოს ტბისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება. 

„ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი  და საინტერესო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ სხვადასხვა ობიექტი. უწყებების თანამშრომლობით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ რეგიონულ განვითარებას, შევქმნათ შემოსავლის მიღების ახალი წყაროები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

„მნიშვნელოვანია საღამოს ტბის და ფარავნის ტბის პოტენციალის შესწავლა და განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია ისინი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით, მეორე მხრივ, პროექტები, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის წევრებმა, ფოკის დედათა მონასტერს, აღნიშნული კლიმატის გათვალისწინებით, ყინვაგამძლე სახეობის ნერგები, კერძოდ, არყის ხე, ევროპული ნაძვი და ჩრდილოური ფიჭვი გადასცეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics