|
2018-05-10 10:36:37, 1687 ნახვა
საზოგადოება
საქსტატს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე დანიშნა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. გოგიტა თოდრაძე საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. მიმდინარე წლის 7 მაისს გამართულ სხდომაზე, საქსტატის საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს პრემიერმინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა. გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006 წლიდან ის ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს. გოგიტა თოდრაძეს საქსტატში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2002 წლიდან მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2016 წლიდან აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2009 წლიდან ის ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)