|
2018-05-09 13:50:44, 1457 ნახვა
საზოგადოება
ვაშინგტონში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი გაიხსნა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ალექსანდრე ქართველის ასოციაცასთან ერთად ალექსანდრე ქართველისადმი მიღძვნილი საღამოების ციკლის Alexander Kartveli STEM Speaker Series გახსნით საღამოს უმასპინძლა. საქართველოში დაბადებული ალექსანდრე ქართველიშვილი აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად არის მიჩნეული. საგარეო უწყების ინფორმაციით, საღამოების ციკლი მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. საღამო საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ გახსნა. მან NASA-ს მიერ კოსმოსში ქართული სიმღერის ჩაკრულოს გაშვება აღნიშნა. საღამოზე ასევე სიტყვით გამოვიდა ალექსანდრე ქართველის ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ რუბინი, რომელმაც ალექსანდრე ქართველის ცხოვრებასა და მის ნამუშევრებზე ისაუბრა. გახსნით საღამოზე სიტყვით წარსდგა NASA-ს ცნობილი ინჟინერი, ჯონ კასანი, რომელიც 50 წელზე მეტია სხვადასხვა კოსმოსურ მისიებს აწყობს. სიტყვით გამოსვლისას, ჯონ კასანიმ საკუთარ მისიებსა და NASA-ს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)