|
2018-05-09 13:35:47, 1523 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთ თვეში გახდება ცნობილი
მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია კანონით დადგენილი წესით, რაც ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას, მათ შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შალვა თადუმაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ფუნქციური ანალიზი, რომლებიც დღეის მდგომარეობით არსებობენ და მათი ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებები ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება. ჟურნალისტების კითხვას, გამოიწვევს თუ არა რეორგანიზაცია თანამშრომლების ოპტიმიზაციას, შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ შეიძლება მიღებული იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციის ფუნქციის უფრო ეფექტიანი და ხარისხიანი განხორციელებისთვის. რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, რეორგანიზაცია მიმდინარეობს იმ საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციისთვის 2018 წლისთვის არის გამოყოფილი. „განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გადავიდა სხვა სამინისტროებში, რამაც შესაბამისად გამოიწვია რეორგანიზაციის გამოცხადება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთი თვის ვადაში იქნება ცნობილი და შესაბამისად შეიტყობთ, რომელი დეპარტამენტები გაერთიანდება ან განცალკევდება", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე გამოცხადდება კონკურსი იმ თანამდებობების დასაკავებლად, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად ვაკანტურია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)