|
2018-05-09 13:01:25, 1578 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება
რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისკო დასენი რუმინეთის ავიაკომპანია „ტარომის" წარმომადგენელს და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და აეროპორტების გაერთიანების წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას თბილისი-ბუქარესტის და ქუთაისი-ბუქარესტის პირდაპირი ავია ფრენების დაწყება და ტურიზმის ხელშეწყობის საკითხები წარმოადგენდა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხები, ერთი თვის წინ, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ბუქარესტში ვიზიტისას გადაწყდა. „დღევანდელი შეხვედრა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიგეგმა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ბუქარესტში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით. რუმინეთის მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განვიხილეთ და ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველო-რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა გამოიკვეთა. დღეს შევხვდით რუმინეთის ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც შეხვედრები უკვე გამართეს თურქული კომპანია „ტავის" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებთან. ფაქტიურად ყველა დეტალი გადაწყვეტილია და პირდაპირი ავია ფრენების დაწყებას ივლისიდან ველოდებით", - განაცხადა პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა. პარლამენტში გამართულ შეხვედრას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა დაესწრო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)