00:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 11:31:49, 456 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში მომხდარი ავარიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

სამეგრელოში, სენაკი-ფოთის  ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდის მონაკვეთთან, მომხდარი ავტოავარიის შედეგად  დედა და მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება დაწყებულია  276-ე მუხლის მე-5 ნაწილით,  რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ნიშნავს, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამასთან, მათივე ინფორმაციით,  მძღოლი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  კრიტიკულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics