17:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 18:21:57, 2307 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციასთან საქართველოს მხარდასაჭერი აქტი განიხილა

აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან კონსულტაციები საქართველო - ამერიკის ურთიერთობების მომავალი პრესპექტივებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ–ის კონგრესმენთა დელეგაციასთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც სასახლეში შედგა.

შეხვედრისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც საქართველო მუდმივად გრძნობს შეერთებული შტატებისაგან და იმ განცხადებებისათვის, რომელიც კეთდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით,  დიდი დრო დაეთმო საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიციატივის შესახებ საუბარს, რომელმაც კიდევ უფრო ახალ დონეზე უნდა აიყვანოს საქართველო- ამერიკის ურთიერთობები.

"კიდევ ერთხელ, აშშ-ს ორივე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა პრინციპული დაინტერესება ამ საკითხთან დაკავშირებით და ის, რომ საქართველო - ამერიკის ურთიერთობებში არსებობს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების რესურსი",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics