08:17 - 20 Aug, 2026
|
2018-05-05 15:08:24, 1998 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ხადორის ხეობაში დაიღუპა, მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა
ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცი საქართველოს პანკრატიონის ფედერაციის წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი, გიგა ტყემალაძეა. გიგა ტყემალაძე ხადორის ხეობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. სპორტსმენმა 2017 წლის 10-11 ნოემბერს, შვედეთის ქალაქ ტორსჰელაში ADCC-ის ეგიდით ჭიდაობა გრეპლინგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა. საგანგეო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მინდიდარეობს, რაც თვითმკველლობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაციას Reginfo.ge ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)