|
2018-05-05 11:44:25, 1492 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 36 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში 36 მისამართზე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა სამუშაო პროცესი პირადად დაათვალიერა და რეაბილიტაციის დეტალებს ადგილზე გაეცნო. „ჩვენი მიზანია, მოსასვენებელი სივრცე მაქსიმალურად უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტის და კომფორტული იყოს, განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს საბავშვო-გასართობი ატრაქციონების განახლებას. სამწუხაროდ, ხშირია ფაქტები, როცა წინა დღით განახლებულ სკვერში დამტვრეული ინფრასტრუქტურა გვხვდება. ამიტომ, მოსახლეობას მინდა ვთხოვო მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს რაიონს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეიცვლება, შეიღებება მოსასვენებელი სკამები და ლითონის დეკორატიული ღობეები, შეკეთდება დაზიანებული საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და გამოიცვლება ურნები. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „Our Group“ და შპს „K.G.A.“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 153 994 ლარია. სკვერებში მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)