|
2018-05-05 11:42:51, 1412 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ახალდაბის შესახვევში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
ახალდაბის შესახვევში გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „გამგეობის დაფინანსებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი კორპუსის წყალარინების შიდა ქსელიც შეიცვლება და ამ მონაკვეთზეც დაიგება ასფალტის საფარი. პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობა, ასევე, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სულ 2 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე 1 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს ასფალტის დაგება. კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, გზის საფარი კიდევ 700 კვ.მ ფართობზე დაიგება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)