08:18 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 09:43:00, 1775 ნახვა

საზოგადოება
ევროპის დღესთან დაკავშირებით, დღეს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

ევროპის დღესთან დაკავშირებით, დღეს, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„ევროპის დღესთან დაკავშირებით, რიყის პარკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებიდან გამომდინარე, 10:00 საათიდან დღის ბოლომდე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე და ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდებიან ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ - ბარათაშვილის ქუჩაზე“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics