|
2018-05-04 16:56:42, 1690 ნახვა
საზოგადოება
ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე. :იმდენად მძიმე განცხადებები მოვისმინეთ პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარისაგან პრეზიდენტის მისამართით, რომ ლოგიკურია, ამას მოჰყვეს შესაბამისი პროცედურები - დაიწყოს საქმის წარმოება და საზოგადოებას გაეცეს პასუხი. როცა საუბარია კორუფციაში ბრალდებაზე და პრეზიდენტის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მიზანმიმართულ ნგრევაზე - ამის შესახებ უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები და საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებას გავცეთ პასუხი გვაქვს თუ არა ასეთ რამესთან საქმე. ეს განცხადებები ძალიან დიდი ხიფათის შემცველია და თუ ასეთი რამ რეალობაში ხდება ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და მის იმიჯს. ამიტომ დაუყოვნებლივ, ბატონი თავმჯდომარე უნდა მივიდეს პროკურატურაში და რა ინფორმაციას ფლობს ამის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს შესაბამისი ორგანოები და მათ დაიწყონ სათანადო პროცესი საქმის გასარკვევად", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)