|
2018-05-04 11:52:07, 1726 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ მწარმოებლებს პლასტიკის პარკების რეგულაციის წესები გააცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველოში პლასტიკის პარკების იმპორტიორებს, მწარმოებლებს, მსხვილი სუპერმარკეტებისა და ფარმაცევტული კომპანიების ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს ტექნიკური რეგლამენტის პროექტი „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ გააცნო. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, გაერთიანებული სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვაა. „ჩვენ გვინდა ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით შევძლოთ პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირება და შესაბამისად, პლასტიკის პარკებისგან გარემოს დაცვა. გარემოს დაცვაზე ზრუნვა თოთოეული ჩვენგანის ვალდებულებაა და ვფიქრობ, შევძლებთ ეფექტიან თანამშრომლობას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი ესწრებოდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)