|
2018-05-04 11:21:26, 1532 ნახვა
საზოგადოება
შსს-ში ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით არსებული ვითარების, ასევე, იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებისა და აღმოფხვრის შესახებ უწყების ხედვა გააცნეს. უახლოეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, პრევენციული კამპანიის გაძლიერებას, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან პოლიციის თანამშრომლების მუშაობის პროცედურების შესახებ დეტალური ინსტრუქციების შემუშავებას და მათ გადამზადებას, ასევე, აღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლების მულიტიდისციპლინური შეხვედრების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის აღკვეთას.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)